Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ფლორენცის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი რომას და იტალიის ნაკრების უკანახაზელის ალესანდრო ფლორენცის ტრანსფერით ინტერესდება.

ფლორენცი უკვე დიდი ხანია რომას გეგმებში არ შედის და გასული სეზონის პსჟ-ში იჯარით გატარების შემდეგ, ის გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სავარაუდოდ საბოლოოდ დატოვებს.

მილანი უკვე დიდი ხანია მარჯვენა მცველის ძიებაშია და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მანჩესტერთან დიოგო დალოს ტრანსფერზე გართულებული მოლაპარაკებების გამო, როსონერი 30 წლის იტალიელი ფეხბურთელის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს.