Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ფლორენცის ტრანსფერს უახლოეს საათებში დახურავს

ალესანდრო ფლორენცის სახელმა მილანთან მიმართებაში პირველად სულ ახლახანს გაიჟღერა, თუმცა როგორც ჩანს როსონერი იტალიელი მარჯვენა მცველის ტრანსფერის სისწორეში დარწმუნებულია და მის გაოფიციალურებას უახლოეს 48 საათში აპირებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის კარლო პელეგატის ინფორმაციით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ალესანდრო, რომელსაც რომასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მილანს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ეს პუნქტი გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

წყაროს ცნობით, სტეფანო პიოლი 30 წლის ფეხბურთელის გამოცდილებას და უნივერსალურობას სათანადოდ აფასებს და დარწმუნებულია, რომ ის მილანს აუცილებლად გამოადგება.