Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ფოფანას არ ეშვება

როსონერი ცენტრალური მცველის ძიებას განაგრძობს და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სეტ-ეტიენის უკანახაზელი, უესლი ფოფანაა.

19 წლის ფეხბურთელს ბოლო პერიოდში ლესტერს უკავშირებენ, რის შესახებაც კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

„ლესტერისთვის უარის თქმა ჩემი მხრიდან სიგიჟე იქნებოდა. იქ გადასვლა ჩემს ცხოვრებას შეცვლის. სპორტული და ფინანსური თვალსაზრისით ინგლისში გადაბარგება ჩემთვის გამართლებული იქნება.“

ამ კომენტარის მიუხედავად,  MilanNews-ის ჟურნალისტი, მარკო რამიკია ამტკიცებს, რომ სეტ-ეტიენსა და ლესტერს შორის ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ არსებობს და მილანი ფრანგულ გუნდთან მოლაპარაკებებს მართავს და იმ შემთხვევაში, თუ ლუკას პაკეტას გაყიდვას მოახერხებს, ფოფანას სანაცვლოდ მოთხოვნილ 25 მილიონ ევროსაც გადაიხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.