Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესი – ახალი კონტრაქტი და კაპიტნის სამკლაური…

მილანი ფრანკ კესისთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებენ და იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნილ და შეთავაზებულ ხელფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ და სავარაუდოდ ახალი კონტრაქტი უახლოეს კვირეებში გაოფიციალურდება.

ამის გარდა, მილანის ქომაგებში ჩატარდა გამოკითხვა, თუ ვის ისურვებდნენ როსონერის ახალ კაპიტნად, რადგან რომანიოლი გუნდის დატოვებასთან ახლოს არის. გამოკითხულთა 65-მა პროცენტმა ხმა ფრანკ კესის მისცა…

გათიშვა