Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ქომაგების მოთხოვნას დააკმაყოფილებს

მილანის გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი ქომაგებს დაპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ბილეთები აუცილებლად გაიაფდება.

როსონერის გულშემატკივრებმა უკმაყოფილება მას შემდეგ გამოთქვეს, რაც მილანმა ჩემპიონთა ლიგის ბილეთების გაყიდვა ინტერთან შედარებით 2-ჯერ ძვირად დაიწყო (დეტალები იხილეთ აქ).

„ძვირფასო მილანისტებო, თქვენი უკმაყოფილების შესახებ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე, რომელსაც ჩვენ დიდი ხანი ველოდით, გავიგეთ და რეაგირებას აუცილებლად მოვახდეთ.

„პირველ რიგში, გარანტიას გაძლევთ, რომ მენეჯმენტის მიღებული თითოეული გადაწყვეტილება გუნდის საკეთილდღეოდ არის მიღებული.

„სამწუხაროდ, პანდემიის გამო ჩვენ კვლავ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და მილანი გასული 18 თვის განმავლობაში ცარიელი სტადიონების გამო საკმაოდ დაზარალდა.

„თუმცა ჩვენი ფუნდამენტალური მიზანი არის ის, რომ გუნდის ქომაგები გავაბედნიეროთ იმით, რომ როსონერი ფინანსურად სტაბილურ გუნდად ვაქციოთ.

„გამომუშავებული თითოეული ევრო ისევ გუნდის კეთილდღეობას და პრიორიტეტული მიზნების მიღწევას ხმარდება, რაც წარმატების და მიზნების მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.

„ბილეთების გაყიდვა სეზონის განმავლობაში გუნდის შემოსავლების მნისვნელოვანი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ საუკეთესო და დაბალანსებული ფასები შევარჩიოთ, რომელიც ქომაგთა უმრავლესობას დააკმაყოფილებს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ მივხვდით, რომ ბალანსის შერჩევა სწორედ არ გამოგვივიდა, ამიტომ ამ მომენტისთვის ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია, რომ ჩვენ მათი ფასის კორექტირება მოვახდინოთ და თქვენ მატჩზე დასწრება გაგიადვილდეთ.

„ჩვენს შორის კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ჩვენ მზად ვართ დაშვებული შეცდომები ყოველთვის ვაღიაროთ, რადგან თქვენი ნდობის და გვერდში დგომის გარეშე ჩვენი წარმატება შეუძლებელია.

„Forza Milan, ყოველთვის.“