Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი შალკეს მცველის გაფორმებასთან ახლოს არის

FIFA-ს აგენტის, გაეტანო დი კაროს თქმით, როსონერი შალკეს ცენტრალური მცველის ოზან კაბაკის ტრანსფერთან ძალიან ახლოს არის.

„შალკეს გენერაულ მენეჯერს პირადად ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მილანთან მოლაპარაკებები კაბაკის შესახებ უკვე საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს.

„გერმანიაში დარწმუნებულები არიან, რომ იანვარში კაბაკი მილანში გადაბარგდება. როსონერის ოზანი ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც შტუტგარდი ბუნდესლიგიდან გავარდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა შალკე აირჩია.

„შალკე სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და ძალიან ბევრი ვალი აქვს, ამიტომ მათ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ.

„კაბაკის მიმართ ინტერესს იუვენტუსიც იჩენდა, მაგრამ ფეხბურთელმა იცის, რომ მილანში თამაშის უფრო მეტი დრო მიეცემა. შალკეს გასულ ზაფხულს ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი სურდა, თუმცა კრიზისის გამო მზად არის ის 20-25 მილიონად გაყიდოს.“