Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი შემტევს აღარ გაიფორმებს

მონცას წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში, სადაც როსონერიმ მეტოქე 4 – 1 დაამარცხა, კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა ლორენცო კოლომბომ, 18 წლის იტალიელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა და გოლის გატანაც მოახერხა.

Sky Italia-ს და MilanNews-ის მტკიცებით, პიოლი და გუნდის ხელმძღვანელობა იმდენად კმაყოფილი დარჩა ახალგაზრდა იტალიელის თამაშით, რომ მას პრიმავერაში აღარ გაუშვებენ და იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი მომავალ სეზონში სწორედ ის იქნება, გუნდის ხელმძღვანელობა კი ახალი ცხრიანის დამატებას აღარ შეეცდება.

კოლომბოს გარდა ანტე რებიჩი და ლეაო, რომლებიც ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობენ, იბრას დასვენების საშუალებას მისცემენ და ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში ჩაანაცვლებენ ხოლმე.

წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ მილანს 18 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაც სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.