Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი შესაძლოა სიმაკანის ალტერნატივაზე გადაერთოს…

ბოლო ორი დღეა მოჰამედ სიმაკანის მილანში ტრანსფერზე ახალი არაფერია და როგორც ჩანს, სტრასბურგი და როსონერი ფეხბურთელის ფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ბოლო წინადადება, რომლითაც მილანმა ფრანგებს მიმართა, 14 მილიონი ევრო იყო, რასაც 3 მილიონი ბონუსები დაემატებოდა, სტრასბურგი კი ახალგაზრდა მცველის სანაცვლოს მინიმუმ 18 მილიონს ითხოვს, ისიც პირდაპირი ინვესტიციის.

Tuttosport-ის ინფორმაციით, როსონერის რადარზე დაბრუნდა შალკეს 20 წლის მცველი ოზან კაბაკი.

შალკე კორონა ვირუსის გამო ძალიან რთულ ფინანსურ სიტუაციაშია და მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ გუნდი საშინელ სეზონს ატარებს და 15 ტურის შემდეგ 7 ქულით ბუნდესლიგის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება, ამიტომ მათ ფეხბურთელების გაყიდვა აუცილებლად მოუწევთ.

გერმანელები თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ აქამდე 20 მილიონს ითხოვდნენ, თუმცა გამოუვალი სიტუაციის გამო მზად არიან კაბაკს 15 მილიონის სანაცვლოდ შეელიონ.

MilanLive-ს მტკიცებით, როსონერისთვის ჯერჯერობით პრიორიტეტი კვლავ სიმაკანის ტრანსფერია, თუმცა თუ ფრანგებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მალდინი თურქი ფეხბურთელის ტრანსფერზე გადაერთვება.

გათიშვა