Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი შეტევას 90-მილიონიანი დუოს ტრანსფერით გეგმავს

ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, მილანი შეტევის გაძლიერებას გეგმავს და მათ 2 მთავარი სატრანსფერო სამიზნე უკვე შეარჩიეს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პირველი მათგანი ფიორენტინას 21 წლის ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩია, რომელმაც მიმდინარე სეზონში იების არც თუ ისე წარმატებული თამაშის ფონზე 19 გოლის გატანა მოახერხა. მისი გაფორმება მილანს დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა ფინანსური სირთულეების გარდა, გუნდს კონკურენტების დამარცხებაც მოუწევს.

მეორე სამიზნე კი უდინეზეს შემტევი ნახევარმცველი როდრიგო დე პაულია. არგენტინელი ფეხბურთელი ფრიულიანელების რიგებში კიდევ ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს და ვლაჰოვიჩის მსგავსად, მსურველების ნაკლებობას არც დე პაული განიცდის, რომელსაც უკვე დიდ იხანია ინტერს და იუვენტუსს უკავშირებენ.

სხვადასხვა გავლენიანმა წყარომ ისიც კი დაწერა, რომ როსონერი არგენტინელის ტრანსფერზე უკვე მუშაობს და უდინეზეს დე პაულის სანაცვლოდ იენს პეტერ ჰაუგე და 20 მილიონი შესთავაზა, თუმცა ბიანკონერი 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს.