Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი შეტევის გასაძლიერებლად 3 ფორვარდს განიხილავს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის ერთ-ერთ მთავარი საზრუნავი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის პოვნა იქნება და Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, როსონერის 3 პრიორიტეტული ვარიანტი უკვე შერჩეული ჰყავს.

იბრა უახლოეს დღეებში მილანთან კონტრაქტს ოფიციალურად გაახანგრძლივებს, მაგრამ მიმდინარე სეზონში გამოჩნდა, რომ 39 წლის შვედი ასაკის გათვალისწინებით ხშირად ტრავმიანობს და გუნდს მის გარეშე აშკარად უჭირს.

წყაროს ინფორამციით, მილანს ფიორენტინას დუშან ვლაჰოვიჩი, ტორინოს ანდრეა ბელოტი ან პსვ-ს დონიელ მალენი სურს. სერბი ფორვარდი 40 მილიონად არის შეფასებული, დანარჩენი ორის ფასი კი 30-30 მილიონია.