Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი შობოშლაის აგენტთან მუდმივ კონტაქტზეა, თუმცა…

დომინიკ შობოშლაი, რომელიც მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, იანვარში ზალცბურგის დატოვებას აპირებს და მისი ახალი გუნდი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელი არჩევანს არსენალს, მილანს და ლაიფციგს შორის აკეთებს.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, მილანის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის აგენტთთან მუდმივ კავშირზეა და ცდილობს, რომ ფეხბურთელი დაარწმუნოს, თუმცა მას ერთი მოთხოვნა აქვს, მას სურს, რომ გუნდმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილის გარანტია მისცეს, რაც მილანს გაუჭირდება, რადგან მარცხენა ფლანგზე გუნდს იენს პეტერ ჰაუგე და ანტე რებიჩი ჰყავს, რომლებსაც ჰაკან ჩალჰანოღლუ, ბრაჰიმ დიასი და დანიელ მალდინი ემატებათ…