მილანი შობოშლაის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის

რალფ რანგნიკი მილანში ჯერ ოფიციალურად არ დანიშნულა,თუმცა მან გუნდის მომავალ ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო და მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზალცბურგის 19 წლის ნახევარმცველი,დომინიკ შობოშლაია.

უნგრელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 10 გოლის და 16 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და ამით ევროპული გრანდების ინტერესი დაიმსახურა.მილანის გარდა,მისი გაფორმების სურვილი არსენალმა,სევილიამ,ლაციომ,პსჟ-მ და სხვა გუნდებმა გამოთქვეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით,მილანი ზალცბურგის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და თუ მხარეები თანხის დაკლებაზე ვერ შეთანხმდნენ,მაშინ როსონერი მზად არის,რომ მის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედოს და ფეხბურთელში 24 მილიონი ევრო გადაიხადოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.