მილანი შობოშლაის ტრანსფერზე გააქტიურდა
როსონერი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ზალცბურგის ნახევარმცველს,დომინიკ შობოშლაის გაფორმებას ეცდება.
მილანის წარმომადგენლები შობოშლაის აგენტს დღეს დილით დაუკავშირდნენ და შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.Calciomercato-ს ცნობით,ფეხბურთელს იტალიაში თამაში სურს.
მილანი აგენტის გარდა ზალსბურგის სპორტულ დირექტორსაც გაესაუბრნენ და მათი ინტერესის შესახებ აცნობეს.რალფ რანგნიკის და ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე,როსონერის უნგრელი ფეხბურთელის დამატების კარგი შანსი აქვს.