Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი შტუტგარდის ფორვარდის აგენტს შეხვდა

როსონერი ჩელსიდან ოლივიე ჟირუს გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმის გამო, რომელსაც შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს, გუნდი კიდევ ერთ თავდამსხმელს ეძებს.

SportItalia-ს ინფორმაციით, გუშინ ცნობილი აგენტი ჯუზეპე ბოცო, რომელიც საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის აგენტი გახლავთ, Casa Milan-ში იმყოფებოდა და მხარეებმა შტუტგარდის ფორვარდის სასა კალადჯიჩის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

23
წლის ფორვარდმა გასულ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 17 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და არაერთი გრანდის ყურადღება დაიმსახურა. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20-25 მილიონი ევროა.