Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჩაკირის წინააღმდეგ UEFA-ს ოფიციალური წერილით მიმართავს…

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანი ატლეტიკოსთან მსვლელობისას მსაჯის სერიოზული შეცდომების გამო UEFA-ს წერილით მიმართავს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანური გრანდი UEFA-ს ფორმალურ წერილს გაუგზავნის და თუქრი არბიტრის ჩუნეით ჩაკირის საეჭვო გადაწყვეტილებებს გააპროტესტებს.

რა თქმა უნდა, ატლეტიკოსთან მატჩში დაფიქსირებულ შედეგს უკვე ვეღარაფერი შეცვლის, მაგრამ წყაროს ინფორმაციით, თურქ არბიტრს მილანის მატჩების განსჯის საშუალებას აღარასოდეს მისცემენ და ასეთი შეცდომების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ფინალურ შეხვედრებზე დანიშნონ.