Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ჩალჰანოღლუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარს აგრძელებს…

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობა ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

თურქი ფეხბურთელის კონტრაქტი, რომელმაც უკანასკნელ 12 შეხვედრაში მილანის მიერ გატანილ 17 გოლში მიიღო მონაწილეობა( 8 გოლი, 9 საგოლე გადაცემა), მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და თუ მილანმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე ჰაკანთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, დიავოლოს ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს…

ჰაკანი ახლანდელი კონტრაქტით სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებს, მისი აგენტი კი ამ თანხის გასამმაგებას ითხოვს და ამის გარდა არის კიდევ ერთი პრობლემა, ჩალჰანოღლუს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში…