Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ჩალჰანოღლუს ახალ კონტრაქტს უმზადებს

CorSport-ის ინფორმაციით,როსონერი ჰაკან ჩალჰანოღლუს ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში შესთავაზებს.

თურქ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს,რაც იმას ნიშნავს,რომ როსონერის ახალი კონტრაქტის გაფორმების ვადა სეზონის დაწყებამდე აქვს.

ჩალჰანოღლუ მილანის წარმატებულ სვლაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.პანდემიის შემდეგ პერიოდში მის ანგარიშზე 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.Corriere dello Sport-ის ინფორმაციით,26 წლის ფეხბურთელს მილანთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს,თუმცა ხელფასის გაზრდას ითხოვს.ის ამჟამად სეზონში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მილანს აღნიშნული ხელფასის შენარჩუნება უნდა და მზად არის,რომ ბონუსების სისტემა შესთავაზოს,რომლის მეშვეობითაც ჩალჰანოღლუს ხელფასი 3.5 მილიონამდე გაიზრდება. ნებისმიერ შემთხვევაში მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილები და დიდი ალბათობით ახალი კონტრაქტის გაფორმება პრობლემა არ იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.