Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჩალჰანოღლუს ქცევით უკმაყოფილოა…

ჰაკან ჩალჰანოღლუს მილანთან კონტრაქტი თვის ბოლოს ეწურება და როსონერი მის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, გაახანგრძლივებს თუ არა გუნდთან კონტრაქტს.

თუმცა, MilanNews-ის ჟურნალისტის ანდრეა ლონგოს ინფორმაციით, ჰაკან ჩალჰანოღლუ პარალელურად სხვა გუნდების წინადადებებსაც ისმენს, რითიც როსონერის მესვეურების უკმაყოფილება დაიმსახურა.

წყაროს ინფორმაციით, თუ ის მილანთან კონტრაქტს ხელს მოაწერს, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ სხვა დაინტერესებული არც ერთი მხარე უკეთეს პირობებს არ შესთავაზებს, მილანისთვის ასეთი მიდგომა კი შეურაწმყოფელია და როსონერიმ შესაძლოა მასთან მოლაპარაკებები საერთოდ შეაჩეროს.