Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ჩალჰანოღლუს შემცვლელს ეძებს

როგორც ჩანს, ჰაკან ჩალჰანოღლუს და მილანის გზები უახლოეს პერიოდში გაიყრება და როსონერი მის შემცვლელს უკვე ეძებს.

MilanNews-ის ინფორმაციით, დიავოლო ფეხბურთელის მოთხოვნილი 6 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და არ არის გამორიცხული, რომ თურქი ფეხბურთელი იანვარში გაყიდოს, მის სანაცვლოდ კი დომინიკ შობოშლაი გაიფორმოს.

უნგრელი ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 24 მილიონი ევრო აქვს მითითებული, მილანის სატრანსფერო სიაში უკვე დიდი ხანია იმყოფება.