Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჩელსისთან მოლაპარაკებებს განაგრძობს

ფიკაიო ტომორიმ ბოლო მატჩებში ისეთივე კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, როგორც საწყის ტურებში, მაგრამ როსონერი ფეხბურთელის გამოსყიდვას მაინც გეგმავს და ჩელსისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

23 წლის ფეხბურთელი მილანს იანვარში, იჯარის წესით შეუერთდა და როსონერის მისი გამოსყიდვა 28 მილიონად შეუძლია, თუმცა Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ჩელსი დათმობაზე წასვლას და თანხის შემცირებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ტომორის ბედს გუნდი საბოლოოდ სეზონის ბოლოს გადაწყვიტავს და მნიშნელოვანი ფაქტორი იქნება ის, მოახერხებს თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას.