Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჩელსის კიდევ ერთი მცველით ინტერესდება

იტალიური წყაროების ინფორამციით, ფიკაიო ტომორის შემდეგ მილანს გუნდში ჩელსის კიდევ ერთი მცველის ანდრეას კრისტენსენის ხილვა სურს.

25 წლის დანიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ლურჯებთან სეზონის ბოლოს იწურება და ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, როსონერი ფეხბურთელის წარმოამდგენლებს უკვე დაუკავშირდნენ და მის მიმართ ინტერესი დააფიქსირეს.

წყაროს ინფორმაციით, კრისტენსენის ჩლესიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შემთხვევაში მილანს კონკურენციას ბარსელონა გაუწევს.