Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჩელსის კიდევ ერთი ფეხბურთელით ინტერესდება

ფიკაიო ტომორის შემდეგ, როსონერის ჩელსის კიდევ ერთი ფეხბურთელის გაფორმება სურს.

ბრიტანული გამოცემა London Evening Standard-ის მტკიცებით, 23 წლის ინგლისელი ფორვარდი ტუხელის გეგმებში არ შედის და ლონდონელებს მისი გაყიდვა სურთ, რომ მის სანაცვლოდ მიღებული თანხით უფრო მაღალი დონის შემტევი გაიფორმონ.

წყაროს ცნობით, ჩელსის ცენტრ-ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 45 მილიონის გამომუშავება სურს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე აღნიშნული თანხის გადახდას ბევრი გუნდი ვერ მოახერხებს და ჩელსი მზად არის ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.