Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ჩელსის პირველ წინადადებას უმზადებს

როსონერის ინტერესი ტიემუ ბაკაიოკოს მიმართ ახალი არავისთვის არის და გავრცელებული ინფორმაციით, დიავოლო ჩელსის ფეხბურთელის საანცვლოდ წინადადებით სულ მალე მიმართავს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი ჩელსის ფეხბურთელის იჯარას შესთავაზებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაშიც საერთო ჯამში 33 მილიონ ევროს დახარჯავს.

ჩელსის კი თავის მხრივ ფეხბურთელის პირდაპირ გაყიდვა სურს, თუმცა 26 წლის ფეხბურთელის სურვილი, რომ ის მილანში დაბრუნდეს, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.