მილანი ჩილელი ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს
ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მილანი იტალიელის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო და წყაროების ცნობით, როსონერი უნივერსიდადის ახალგაზრდა ტალანტის დარიო ოსორიოს ტრანსფერით ინტერესდება.
19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩილეს პრიმერა დივიზიაში ჩატარებულ 27 მატჩში 7 გოლი გატანა მოახერხა.
Milannews-ის ცნობით, ახალგაზრდა მარჯვენა ვინგერის გაფორმება მილანს დაახლოებით 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.