Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ცენტრალურ მცველს გაყიდის

როსონერიმ სეზონის ბოლოს მატეო მუსაჩოს გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

მუსაჩოს სათამაშო დრო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა და მისმა აგენტმა ფეხბურთელის მილანიდან წასვლის სურვილი უკვე დააფიქსირა.

29 წლის ფეხბურთელის შეძენა სევილიას და ვალენსიას სურთ,როსონერი მას 6-10 მილიონის ფარგლებში აფასებს.მისი კონტრაქტი მილანთან 2021 წლის ივნისში იწურება და მილანს მისი გაყიდვა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუწევს,რომ ის უფასოდ არ დაკარგოს.

ფეხბურთელის ესპანეთში დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილია,რადგან მისი შეძენის სურვილი მხოლოდ ესპანურმა გუნდებმა გამოთქვეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.