მილანი ცენტრ-ფორვარდის შესაძენად 2 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

როსონერი ანდრე სილვას და სუსოს გაყიდვიდან შემოსულ თანხას ფორვარდის შესაძენად გამოიყენებს.

Corriere dello Sport-ის ცნობით მილანი დუოს სანაცვლოდ მიღებულ ფინანსებს მადრიდის რეალის ფეხბურთელის – ლუკა იოვიჩის შესაძენად გამოიყენებს.

სუსოს სევილიაში დარჩენა გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზეა დამოკიდებული.სევილია ამჟამად მესამე პოზიციაზე იმყოფება და მისი ესპანეთში დარჩენის შანსები დღითი დღე იზრდება.

ანდრე სილვა აინტრახტში გოლების გატანას განაგრძობს.ამ მომენტისთვის მას 33 თამაშში 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და გერმანულმა გუნდმა მისი გამოსყიდვის სურვილი იტალიურ გრანდს უკვე დაუფიქსირა.

მილანი ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.იოვიჩის ფასი კი დაახლოებით 60 მილიონი ევროა.

Leave a Reply

Your email address will not be published.