Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ძაკანის ტრანსფერზე გააქტიურდა

Corriere di Verona-ს ინფორმაციით, ბოლო საათებში მილანსა და ვერონას შორის მატია ძაკანის ტრანსფერთან დაკავშირებით არაერთი საუბარი გაიმართა.

26 წლის იტალიელ ნახევარმცველს, რომელსაც როსონერი ჩალჰანოღლუს ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს, ვერონასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მილანი ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

ჯალობლუს შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 12-15 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა მილანი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში სხვადასხვა ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვას ცდილობს და იმედი აქვს, რომ ტრანსფერს წინა-სასეზონო მოსამზადებელი პერიოდის დაწყებამდე დაიმატებს.