Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ძანიოლოს ტრანსფერში მესიასის ჩართვას განიხილავს

მილანი და რომა ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის ფორმულასა და მის ფასზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და არ არის გამორიცხული, როსონერიმ იტალიელის გასაფორმებლად ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვა სცადოს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი მზად არის რომას ძანიოლოს სანაცვლოდ, ფულთან ერთად, ბრაზილიელი ვინგერის ჯუნიორ მესიასის სამსახური შესთავაზოს.

ჯალოროსის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ რომა ამ წინადადებაზე უარს იტყვის, რადგან ჟოზე მოურინიოს ნიკოლოს სანაცვლოდ ჩელსიდან ჰაკიმ ზიეშის გაფორმება სურს.