მილანი ძანიოლოს ტრანსფერზე წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი ნიკოლო ძანიოლოს თაობაზე რომასთვის შეთავაზებული პირობების გაუმჯობესებას არ აპირებს და თუ ჯალოროსი ლომბარდიული გრანდის შეთავაზებაზე უარს იტყვის, ნიკოლო მილანში არ გადაბარგდება.
მილანს 23 წლის ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
რომა კი თავის მხრივ ძანიოლოს გაშვებას 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ არ აპირებს და თან ისე, თუ გუნდი აღნიშნულ თანხას გარანტირებულად მიიღებს, ამიტომ ნიკოლოს მილანში ტრანსფერის შანსი მინიმალურია.