Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ძანიოლოს ტრანსფერზე არ ნებდება

იტალიური მედიის ცნობით, მილანი ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას გეგამვს.

DAZN-ის ინფორმაციით, ბორნმუთთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, მილანს იმედი აქვს, რომ ჯალოროსი იტალიელი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას ამჯერად მაინც დათანხმდება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელსა და რომას მფლობელებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათ ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე თამაშის უფლება მისცენ, ამიტომ საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ნიკოლოს მილანში იჯარით ტრანსფერს დათანხმდნენ, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით.