Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჯეკოს ვარიანტს განიხილავს

მილანმა ოლივიე ჟირუსთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმა და მხარეები ჩელსის მოლოდინში არიან, თუმცა თუ ლურჯები ვეტერანი ფრანგი ფორვარდის უფასოდ გაშვებას არ მოისურვებს, როსონერის სათადარიგო გეგმა უკვე მზად აქვს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, თუ ჟირუს მილანში ტრანსფერი ჩაიშლება, როსონერი მზად არის ედინ ჯეკო დაიმატოს. ბოსნიელ ფეხბურთელს რომასთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა დიდი ალბათობით ის გუნდს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს და ჯალოროსისთან კონტრაქტს ორმხრივი შთანხმების საფუძველზე გაწყვეტს.

დი მარციოს ცნობით, მილანი ჯეკოს იმავე პირობებს შესთავაზებს, რასაც ჟირუს – 2-წლიანი კონტრაქტი, ანაზღაურება კი 4 მილიონი ევრო.