Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ჰაუგე-პობეგას მსურველების ძიებას განაგრძობს…

CAIRATE, ITALY - JULY 13:(L-R) Jens Petter Hauge, Tommaso Pobega and Ismael Bennacer of AC Milan run during the AC Milan training session on July 13, 2021 in Milan, Italy. (Photo by AC Milan/AC Milan via Getty Images)

მილანმა სატრანსფერო ფანჯარა ძალიან აქტიურად დაიწყო და დღეს გუნდმა კიდევ ერთი ფეხბურთელის – ოლივიე ჟირუს ტრანსფერი გააოფიციალურა, თუმცა შემადგენლობის გაძლიერებასთან ერთად როსონერის ფეხბურთელების გაყიდვაც უწევს და წამსვლელთა სიას ამ ეტაპზე ტომაზო პობეგა და იენს პეტერ ჰაუგე ლიდერობენ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელების დუო მილანმა ტრანსფერზე ოფიციალურად დააყენა და მათ სანაცვლოდ საერთო ჯამში 25 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს, რომელსაც პრობლემური პოზიციების გაძლიერებას მოახმარს.

პობეგა-ჰაუგეს ბედი შესაძლოა ლეაომაც გაიზიაროს, თუმცა წყაროს ცნობით როსონერი პორტუგალიელ ფეხბურთელს სეზონის დაწყებამდე დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებში მისცემს და მის მომავალს საბოლოოდ რამდენიმე კვირაში გადაწყვეტს…