მილანი 1 მილიარდად იყიდება?

ბერნარდ არნაულტი როსონერის შეძენით არის დაინტერესებული და მზად არის,გუნდის ახლანდელ მფლობელს – Elliott Management-ს ‘საკმაოდ მსუყე’ წინადადება გაუკეთოს.

Calciomercato-ს მტკიცებით,ბერნარდ არნაულტი და Elliott-ის წარმომადგენლები ერთმანეთს ლონდონში შეხვდებიან და გავრცელებული ინფორმაციით,ფრანგი მილიარდელი როსონერის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს.

ბერნარდ არნაულტის ბიზნესის უდიდესი ნაწილი მოდას უკავშირდება,მილანი კი ევროპული მოდის დედაქალაქია და კომერციული თვალსაზრისით მისი მილანის შეძენა გასაკვირი არ იქნება.

არნაულტმა მილანის შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა,რაც გუნდმა ახალი სტადიონის აშენების უფლება მიიღო.ცნობისთვის,მისი ქონების საერთო ღირებულება 110 მილიარდი დოლარია.

Leave a Reply

Your email address will not be published.