Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი 1 – 3 იუვენტუსი ფეხბურთელების შეფასებები და მიმოხილვა

იტალიის ჩემპიონმა მილანის 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და სან სიროზე 1 – 3 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, მილანი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს ინარჩუნებს, რადგან ინტერმა თავის მხრივ მატჩი სამპდორიასთან დათმო.

იუვენტუსს ამჟამად 30 ქულა მოუგროვდა და მილანს 7 ქულით ჩამორჩება. ტურინელებს ერთ თამაში მარაგში აქვთ.