Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი 2018 წელს მილენკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ 120 მილიონს იხდიდა…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და მილანთან დაახლოებული პირის მაურო სუმას თქმით, ლეონარდოს 2018 წელს მილანში ლაციოს ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ხილვა სურდა და მის მზად იყო მის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაეხადა.

წყაროს ცნობით, როსონერიმ არწივებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ სერბი ფეხბურთელის ტრანსფერი პირადად ლაციოს პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ დაბლოკა.

მილინკოვიჩ-სავიჩმა ლაციოს რიგებში, სადაც 2015 წლიდან ასპარეზობს და 249 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაიტანა და 39 საგოლე გადაცემა გააკეთა.