Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი 2021 წელს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესოა…

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მილანი 2021 წელს გასვლაზე უფრო კარგად თამაშობდა, ვიდრე სახლში და ეს ყველაფერი მათ სტატისტიკაშიც აისახა.

2021 წელს მილანმა შიდა ჩემპიონატში გასვლაზე 52 გოლის გატანა მოახერხა, რაც მანჩესტერ სიტის მაჩვენებელთან ერთად ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

ამასთან ერთად, მილანმა 2021 წელს გასვლითი მატჩებიდან 17-ს მოგება მოახერხა, რაც სერია ა-ს ისტორიაში ნაპოლის მაჩვენებლის შემდეგ, რომელმაც 2017 წელს 18 გასვლითი მატჩი მოიგო, საუკეთესო მაჩვენებელია.