Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი 22 წლის მარცხენა მცველის გაფორმებას ეცდება

იტალიური მედისი ცნობით, მილანი გრონინგენის მარცხენა მცველის გაბრიელ გუდმუნდსონის ტრანსფერით ინტერესდება

როსონერი დიდი ხანია ტეო ერნადნესის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელიც ფრანგ ფეხბურთელს დამღლელი სეზონის მსვლელობისას დასვენების საშუალებას მისცემს ხოლმე. მილანს ბოლო პერიოდში ხუნიორ ფირპოს აქტიურად უკავშირებენ, თუმცა როსონერი პარალელურად 22 წლის ტალანტის ტრანსფერზეც მუშაობს.

შვედ ფეხბურთელს გრონინგენთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ამის გამო მისი სატრანსფერო ღირებულება ფირპოსთან შედარებით გაცილებით ნაკლები – 5 მილიონი ევროა, მაგრამ პრობლემა ამ შემთხვევაში მაღალი კონკურენციაა. ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმებას მილანის გარდა ლაიფციგი, დორტმუნდი და მანჩესტერ სიტი ცდილობენ.