Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი 22 წლის ფორვარდის უფასოდ დამატებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანი ნანტის 22 წლის ფორვარდის კოლო მუანის გაფორმებით ინტერესდება.

ახალგაზრდა ფორვარდის სახელს მილანს გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც უკავშრებდნენ, თუმცა როსონერიმ მონაკოდან პიეტრო პელეგრის გაფორმება გადაწყვიტა, მაგრამ მუანის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.

ფრანგ ფეხბურთელს, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 მატჩში 2 გოლია, ნანტთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მილანს მისი გაფორმება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.