Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი 3 ფეხბურთელის გაყიდვაზე მუშაობს

მილანი სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება, თუმცა თავდაპირველად გუნდიდან ისეთი ფეხბურთელების გაშვებაზე მუშაობს, რომლებიც პიოლის გეგმებში არ შედიან.

პირველი მათგანი პეპე რეინაა, რომელიც ვალენსიას უახლოვდება. როსონერი ვეტერან ესპანელ კიპერს სრულიად უფასოდ გაუშვებს.

მეორე მათგანი რადე კრუნიჩია, რომელსაც ტორინო და ფრეიბურგი ეპატიჟებიან. მილანი მზად არის, ბოსნიელი ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ გაუშვას, რაც 2 მილიონით ნაკლებია, ვიდრე გასულ ზაფხულს მასში გადახდილი თანხა.

სიაში ბოლო ფეხბურთელი დავიდე კალაბრიაა. მიუხედავად იმისა, რომ მილანმა ის მარკეტზე რამდენიმე კვირის წინ დააყენა, ჯერჯერობით 23 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი არავის გამოუთქვამს. როსონერი მას 13-15 მილიონ ევროდ აფასებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.