მილანი 50 მილიონიან ტრანსფერზე მუშაობს

როსონერი სან-პაოლოს ახალგაზრდა ნახევარმცველის,იგორ ლიზიეროს ტრანსფერზე მუშაობს,რომელიც 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

MilanNews-ის ინფორმაციით,ლიზიერო რალფ რანგნიკის სასურველი ფეხბურთელების სიაშია და ბრაზილიულ გუნდთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

Globesporte-ს ინფორმაციით,როსონერის ჯერ კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ,თუმცა ფეხბურთელზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და პირველ შეთავაზებასაც სულ მალე გააკეთებენ.

ფეხბურთელი თავის ახლანდელ გუნდთან 2023 წლამდე არის დაკავშირებული და მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.

გავრცელებული ინფორმაციით,მილანი ტრანსფერში ლუკას პაკეტას ჩართვას განიხილავს,რომელიც დაახლოებით 30-35 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

Leave a Reply

Your email address will not be published.