Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი 7 ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

ჰაკან ჩალჰანოღლუს და ჯიჯო დონარუმას მილანთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გუნდი მათთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზეა კონცენტრირებული, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, დიავოლო მათ გარდა კიდევ ხუთი ფეხბურთელის კონტრაქტებზე მუშაობს.

ჰაკანის და ჯიჯოს შემდეგ, გუნდისთვის პრიორიტეტული ალესიო რომანიოლისა და ფრანკ კესის კონტრაქტები იქნება, შემდეგ კი სიმონ კიაერი, ანდრეა კონტი და და ვიდე კალაბრია მოდიან…

კესი სეზონში 2.2 მილიონს იღებს, რომანიოლი 3.5 მილიონს, კალაბრია 2 მილიონს, კიაერი 1.2 მილიონს, კონტი 2 მილიონს და თითოეული მათგანის კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურება.