Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი 95 მილიონიანი დუოს გაფორმებას გეგმავს

როსონერი ფიორენტინადან ფედერიკო კიეზასა და ნიკოლა მილენკოვიჩის გაფორმებას გეგმავს.სტეფანო პიოლის მათთან ფიორენტინაში ნამუშევარი აქვს და ფეხბურთელების მახასიათებლები კარგად მოეხსენება.

კიეზა მილანისთვის იდეალური შევსება იქნება.ის ახალგაზრდა და უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი ჯერ კიდევ აქვს და მილანის მარჯვენა ფლანგის პრობლემას იტალიელი იდეალურად მოაგვარებდა.ფიორენტინას დირექტორმა კიეზას წასვლა არ გამორიცხა,თუმცა მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.ფედერიკოს ტრანსფერზე მილანის გარდა იუვენტუსი და მანჩესტერი იბრძვიან.

მილანმა სიმონ კიაერი კი გაიფორმა,თუმცა ახალგაზრდა მცველის ძიებას კვლავ განაგრძობს და მათი ინტერესი ნიკოლა მილენკოვიჩის მიმართ ახალი არ არის.როსონერი რომანიოლისთვის ისეთ პარტნიორს ეძებს,რომელიც მილანის კაპიტანთან ერთად დაცვის ხაზის პრობლემას დიდი ხნით გადაჭრის,31 წლის კიაერი კი ასეთი ნამდვილად არ არის.იები მილენკოვიჩის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვენ,თუმცა მილანი ამ თანხის შესამცირებლად ტრანსფერში ლუკას პაკეტას ჩართვას განიხილავენ.როგორც კიეზას შემთხვევაში,კონკურენტები მილანს აქაც ბევრი ჰყავს.ახალგაზრდა ცენტრალური მცველი პსჟ-ს,ატლეტიკოს და მანჩესტერ იუნაიტედს სურთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.