Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი Elliott-ისგან ბოტმანის ტრანსფერზე მწვანე შუქის მოლოდინშია

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის დირექტორებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის პრიორიტეტული სამიზნე უკვე აარჩიეს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯის გადასადგმელად გუნდის მფლობელებისგან თანხმობის მოლოდინშია.

Calciomercato-ს ცნობით, როსონერის მთავარი საზრუნავი იანვარში ტრავმირებული სიმონ კიაერის ჩანაცვლება იქნება და მალდინი-მასარას დუეტს მილანის რიგებში ლილის უკანახაზელის სვენ ბოტმანის ხილვა სურთ.

ის მილანის პროექტში შესანიშნავად ჯდება, რადგან ახალგაზრდაა, შედარებით იაფი და განვითარების უდიდესი პოტენციალი, თუმცა შედარებით იაფი დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ძვირს ნიშნავს. ფრანგები ახალგაზრდა ტალანტს 30 მილიონად აფასებენ და მისი იჯარით გაშვება არ სურთ, ამიტომ მილანურ გრანდს ფულის გადახდა ახლავე მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ალტერნატივების ძიება მოუწევთ…