Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა არჩევანი ბაიზე გააკეთა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი დაცვის ხაზს დიდი ალბათობით მანჩესტერ იუნაიტედის უკანახაზელის ერიკ ბაის ტრანსფერით გააძლიერებს.

სიმონ კიაერის ტრავმის შემდეგ, როსონერი არაერთ კანდიდატურას განიხილავდა, მაგრამ როგორც ჩანს იტალიურმა გრანდმა კანდიდატურა 27-წლის კოტ-დიუვარელ ფეხბურთელზე შეაჩერა.

წყაროს ცნობით, ბაი მილანში იჯარით გადასვლას უკვე დათანხმდა და ახლა მალდინი-მასარას დუეტი მოლაპარაკებებს უშუალოდ წითელ ეშმაკებთან აწარმოებს.

ბაის გაფორმება არ ნიშნავს იმას, რომ მილანი სვენ ბოტმანს ივიწყებს. ლილმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა ტალანტს ზამთარში არ გაყიდის, ამიტომ ზაფხულში როსონერის მისი გაფორმების შანსი კიდევ ერთხელ ექნება.