Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა არჩევანი მილენკოვიჩზე გააკეთა…

სანამ მილანის ქომაგები სიმონ კიაერის იპერაციის დასრულებას და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღების გახმაურებას ელოდებიან, გუნდის ხელმძღვანელობა მისი შემცვლელის ძიებაშია.

გასული საათების განმავლობაში მილანს არაერთი მცველი დაუკავშირეს, თუმცა MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერიმ არჩევანი ნიკოლა მილენკოვიჩზე გააკეთა.

მილენკოვიჩი მილანის რადარზე გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც იყო, თუმცა მაშინ 24 წლის სერბმა ფეხბურთელმა ფლორენციელებთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა.

წყაროს ინფორმაციით, მილენკოვიჩის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 15 მილიონი ევროა მითითებული და თუ როსონერი მის გაფორმებას ზამთარში გადწყვეტს, სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს.