Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ატლეტიკოსთან მატჩის წინ ლეაოც დაკარგა ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, რაფაელ ლეაო ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოსთან მატჩისთვის 100 პროცენტით მზად არ არის და პორტუგალიელი ფეხბურთელი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

ანტე რებიჩის ხშირი ტრავმიანობის გამო, რომელიც გუნდს ვერც ხვალინდელ შეხვედრაში დაეხმარება, რაფაელ ლეაო მიმდინარე სეზონში თითქმის დასვენების გარეშე თამაშობს და Sky Sport Italia-ს ინფორამციით, მან ფიორენტინასთან მატჩის წინ დასვენება ვერ მოასწრო, რის გამოც შესაძლოა პიოლის მისი სკამზე დატოვება მოუწიოს.