Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ‘ახალი სან სირო’ შესაძლოა ინტერის გარეშე ააშენოს…

მილანი და ინტერი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობას განაგრძობენ, თუმცა ნერაძურის ფინანსური პრობლემების გამო ქალაქის მერია გუნდებს მშენებლობის დაწყების უფლებას არ აძლევს.

პროექტი, რომელზეც გუნდები რამდენიმე წელი მუშაობდნენ, საერთო ჯამში 1.2 მილიარდი ევრო ჯდება, ინტერს კი 600 მილიონის გადახდა ამ ეტაპზე არ შეუძლია, რაც პროექტს დიდ საფრთხეს უქმნის.

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანის მფლობელი კომპანია Elliott Management-ი ახალი სტადიონის პროექტის აუცილებლობაში დარწმუნებულია და არ არის გამორიცხული, რომ თუ Suning-ი უახლოეს პერიოდში ფინანსურ სიტუაციას არ მოაგვარებს, მილანმა სტადიონი მხოლოდ თავისი ფინანსებით აიშენოს…