Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა ბაკაიოკოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

მილანში გატარებული იჯარის შემდეგ,ბაკაიოკოს როსონერიში დაბრუნების სურვილი არასოდეს დაუმალავს და როგორც ჩანს,25 წლის ფეხბურთელს ოცნება სულ მალე აუხდება.

ბაკაიოკომ მზადყოფნა გამოთქვა,რომ მილანში გადასვლის გამო ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს და იტალიური მედიის მტკიცებით,ფეხბურთელმა დიავოლოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ერთადერთი პრობლემა ჩელსი იყო,რომელსაც ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო სურდა,მილანი კი 15-ს იხდიდა,თუმცა ბოლო ინფორმაციით ლონდონელები კაი ჰავერტსის ტრანსფერზე გააქტიურდნენ,რომლის ტრანსფერიც მათ იაფი არ დაუჯდებათ და ფინანსების მოსაძიებლად მზად არიან,ბაკაიოკო 15 მილიონად გაუშვან.

Gazzetta dello Sort-ის მტკიცებით,ფეხბურთელი მილანში გადასვლის გამო ხელფასის 50 პროცენტით შემცირებას დასთანხმდა და 6 მილიონის ნაცვლად,რომელსაც ის ჩელსიში იღებს, მზად არის,რომ 3 მილიონი მიიღოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.