Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელთან მოლაპარაკებები წამოიწყო

ესპანური მედიის ინფორმაციით, მილანს ბარსელონა B-ს კაპიტნის ალექს კოლადოს გაფორმება სურს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

 22 წლის მარჯვენა ვინგერი ზაფხულში შეფილდ იუნაიტედში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი ბოლო დღეს ჩაიშალა და Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კოლადო ბლაუგრანას რიგებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

წყაროს ინფორმაციით, მილანი ფეხბურთელის აგენტს შესაძლო ტრანსფერის შესახებ უკვე არაერთხელ ესაუბრა და მის გაფორმებას ზამთარში შეეცდება.

ესპანელი ფეხბურთელი ამპლუით მარჯვენა შემტევი გახლავთ, მაგრამ მას როგორც ცენტრალური ნახევარმცველის, ასევე მარცხენა ვინგერის პოზიციებზეც შეუძლია თამაში.