Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ბელოტისთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ანდრეა ბელოტის აგენტს უკვე დაუკავშირდა და მხარეები კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობენ.

როგორც ტორინოს პრეზიდენტმა დაადასტურა, ანდრეა ბელოტის ტორინოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და ის გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მილანს იანვრიდან იტალიელ ფორვარდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.

მილანს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს 40 წლის იბრა დატოვებს, ბელოტი კი უკვე დიდი ხანია როსონერის სატრანსფერო სამიზნეა და 27 წლის ფორვარდის უფასოდ დამატება გუნდს საკმაოდ მსუყე თანხას დაუზოგავს…